logo
ENG



"გასული" მერი - დროება

30 ოქტ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 

13 ოქტომბრის ტრაგედიაზე ჩვენი ქალაქის მერმა თითქოს ირიბი პასუხები გაგვცა, მაგრამ ეს მოსახლეობას არ აკმაყოფილებს. კალაძე და მისი თანაგუნდელები, რომლებიც ოპოზიციას მუდიმავად საქციელს უწუნებენ და ამბობენ, რომ მათ კონსტრუქციული დისკუსია და დიალოგი არ შეუძლიათ, ახლა ამ დიალოგს თავად გაურბიან. საკრებულოს ოპოზიციამ კანონიერად მოითხოვა, რომ ხვალ კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდეს, თუმცა როგორც ჩანს ის მისვლას არ აპირებს, თქვა რომ მაშინ მივა საკრებოლოში როცა თავად ჩათვლის საჭიროდ. ამის პარალელურად მისმა თანაგუნდელებმა საკრებულოს სადისკუსიო ფორმატს ცირკი და შოუ უწოდეს. ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რა გაგების არის თბილისის მერი, სად და რა ფორმით ურჩევნია მას კითხვებზე პასუხის გაცემა და რატომ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას რომ მას ვაკის პარკის ტრაგედის გადაგორება და დავიწყება სურს.


close დახურვა